იალომიცა
იერსახე
იალომიცა Ialomița | |
---|---|
ქვეყანა | რუმინეთი |
ქალაქები |
ტირგოვიშტე სლობოზია |
სათავე | ბუჩეჯი |
სიგრძე | 414 კმ |
აუზის ფართობი | 8900 კმ² |
იალომიცა ვიკისაწყობში |
იალომიცა (რუმ. Ialomița) — მდინარე რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 414 კმ, აუზის ფართობი 8900 კმ². სათავე აქვს სამხრეთ კარპატებში, ბუჩეჯის მასივზე, ზღვის დონიდან 2160 მ სიმაღლეზე. შუა და ქვემო დინებაში მიედინება ქვემო დუნაის ვაკეზე. მარცხნიდან ერთვის მდინარე პრაჰოვა. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები ზაფხულში. ზამთრის ჩამონადენი დაბალია. წყლის საშუალო ხარჯი 70 მ³/წმ. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარის ნაპირზეა ქალაქები ტირგოვიშტე, სლობოზია და სხვა.