ზურაბ კახიანი
იერსახე
ზურაბ კახიანი (დ. 10 თებერვალი, 1929, ქუთაისი — გ. 6 ივლისი, 2012) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და ლიბრეტისტი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში. მისი თეატრალური დებიუტი შედგა შ. მილორავას ოპერეტაში „საყვარელი დისშვილი“. 1965 წლიდან რეჟისორი. და ლიბრეტისტია. გასტროლებით აქვს მოვლილი მოსკოვი, ოდესა, კიშინიოვი.
გადაღებულია მხატვრულ ფილმში „თხუნელა“.