Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ვაიო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვაიო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი ზვარე
კოორდინატები 41°37′07″ ჩ. გ. 41°58′56″ ა. გ. / 41.61861° ჩ. გ. 41.98222° ა. გ. / 41.61861; 41.98222
ცენტრის სიმაღლე 380
მოსახლეობა 409[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაიო — საქართველო
ვაიო
ვაიო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ვაიო

ვაიოსოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში (ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 380 მ-ზე, დაბა ქედიდან 6 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 409 მცხოვრებია.[1]

ვაიო აჭარისწყლის ხეობაში გამავალ დიდ სატრანზიტო გზაზე მდებარეობდა. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნივთები. ინტენსიური ცხოვრება ვაიოში შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა. ვაიოსა და სოფელ აქუცას შორის აჭარისწყალზე გადებული იყო ქვის ხიდი, რომელიც 1923-1924 წლების მეწყერმა დაანგრია (შემორჩენილია ქვის ბურჯი მდინარის მარცხენა მხარეს).

გვიანდელ შუა საუკუნეებამდე ვაიო ქვემო ხევის ცენტრის ფუნქციას ასრულებდა (შემდეგ ქედამ ჩაანაცვლა). XVI ს. 70-იანი წლების ბოლოს 1878 წლამდე მთელ აჭარასთან ერთად ვაიოც ოსმალთა მფლობელობის ქვეშ მოექცა. ხალხური გადმოცემები ამ პერიოდს და იძულებით გამაჰმადიანებას უკავშირებს სოფლის სახელწოდებასაც. XIX საუკუნის ბოლოს სოფლის მიდამოებში დაიწყეს სპოლენძის საბადოების დამუშავება. საბჭოთა პერიოდში სპილენძისა და ტყვიის საბადოებთან ერთად ვაიოში იყო მეთამბაქოეობის მეურნეობა.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 505[2]
2014 409[1]
  • ჭიჭინაძე ზ., მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში, ტფ., 1913. — გვ. 104-105.
  • ჭიჭინაძე ზ., ქართველები გამაჰმადიანება ანუ ქართველთ გათათრება, თბ., 1915. — გვ. 84-85.
  • აბაშიძე შ., დედაო — ჩემო ქედაო, ბათუმი, 2017.
  • სალაძე ს., უცნობი ძველი აჭარა, ბათუმი, 2018. — გვ. 82-89.
  • სიხარულიძე ი., ვაიო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 138.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაიო&oldid=4696828“-დან