მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირუმაა (ესტ. Võrumaa ან Võru maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება რუსეთი და ლატვია, ასევე მაზრები: ვალგამაა და პილვამაა. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ვირუ. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 1 ქალაქი (ვირუ) და 12 თემი.
რეგიონი სხვადასხვა დროს შედიოდა შვედეთის, პოლონეთისა და რუსეთის შემადგენლობაში. 1783 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბრძანებით დაარსდა მაზრა ამჟამინდელი სახელწოდებით.
მაზრის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ჰანიის მაღლობს. აქვე მდებარეობს ესტონეთისა და მთელი ბალტიისპირეთის უმაღლესი მწვერვალი სურ-მუნამიაგი (318 მ.) და ყველაზე ღრმა ტბა რიუგე-სუურიარვი (39 მ.).
-
რიუგეს
-
სიმერპალუს
-
ვასტსელიინის
-
ვირუ