Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ვეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეტო (ლათ. veto — ვკრძალავ) — სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის აკრძალვა საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოს მიერ. ვეტოს აქვს ძალაუფლება შეაჩეროს ცვლილებები. შესაბამისად, ის იცავს სტატუს-კვოს.

ვეტო წარმოიშვა რომაულ სახალხო ტრიბუნალებში (Tribunus plebis), რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება ერთპიროვნულად უარეყო რომის სენატის მიერ მიღებული კანონმდებლობა[1]. ძველ რომში ვეტოს უფლება ჰქონდა რომის მაგისტრატს სხვა მაგისტრატების გადაწყვეტილებებზე. ფეოდალურ წყობაში მონარქის აბსოლუტური ვეტო საბოლოოდ აქარწყლებდა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს. კაპიტალისტურ ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია ხელი არ მოაწეროს, ე. ი. ვეტო დაადოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონპროექტს. მაშინ იგი, როგორც წესი, უბრუნდება ამ ორგანოს და, თუ ხელახლა განხილვის შემდეგ კვლავ მიიღეს, ძალაში შევა სახელმწიფოს მეთაურის სანქციის გარეშე. ასეთი ვეტო გადადებითია.

ვეტო შესაძლოა იყოს დაუძლეველი, რისი მაგალითიცაა გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის მუდმივ წევრებს (ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) შეუძლიათ დაბლოკონ ნებისმიერი რეზოლუცია. ამავე დროს, ვეტო შესაძძლოა იყოს შეზღუდული, როგორც ესაა აშშ–ში საკანონმდებლო პროცესის სახით, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას შეუძლია ხმათა ორი მესამედით დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.

ევროპის ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკა კანონმდებლობაში იყენებს შეზღუდულ საპრეზიდენტო ვეტოს. ამ ქვეყნებს შორისაა იტალია, პორტუგალია, ირლანდია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, უნგრეთი და საქართველო.

  1. Spitzer, Robert J. (1988). The presidential veto: touchstone of the American presidency. SUNY Press, გვ. 1–2. ISBN 978-0-88706-802-7. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვეტო&oldid=4431828“-დან