ვენეციის ალპები
იერსახე
ვენეციის ალპები | |
---|---|
კოორდინატები: 46°13′44″ ჩ. გ. 12°24′05″ ა. გ. / 46.22889° ჩ. გ. 12.40139° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
უმაღლესი წერტილი | კოლ-ნუდო |
სიმაღლე | 2472 მ |
ვენეციის ალპები (იტალ. Prealpi Venete) — ქედი იტალიაში, ალპების სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.[1] განფენილია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტრივენეტოში. უმაღლესი წერტილია კოლ-ნუდო (2472 მ). აღსანიშნავია მწვერვალები: ჩიმა-დოდიჩი (2341 მ), ჩიმა-პორტულე (2310 მ) და სხვა. ადმინისტრაციულად ქედი გაყოფილია ტრენტოს, ვერონას, ვიჩენცას, ტრევიზოს, ბელუნოსა და პორდენონეს შორის. ქედზე სათავე აქვთ მდინარეებს: ადიჯეს, ბრენტასა და პიავეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sergio Marazzi. Atlante Orografico delle Alpi. SOIUSA. Pavone Canavese (TO), Priuli & Verlucca editori, 2005.