Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ვეინანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ვეინანი
渭南市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შენსი
შიდა დაყოფა Linwei District, Huazhou District, Tongguan County, Dali County, Heyang County, Chengcheng County, Pucheng County, Baishui County, Fuping County, Hancheng და Huayin
კოორდინატები 34°31′14″ ჩ. გ. 109°28′16″ ა. გ. / 34.52056° ჩ. გ. 109.47111° ა. გ. / 34.52056; 109.47111
დაარსდა 1 აპრილი, 1995
ფართობი 13,134[1] კმ²
მოსახლეობა 5,520,772 კაცი
სიმჭიდროვე 420 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 913
საფოსტო ინდექსი 714000
საავტომობილო კოდი 陕E
ოფიციალური საიტი weinan.gov.cn
ვეინანი — ჩინეთი
ვეინანი

ვეინანი (ჩინ.: 渭南, ფინინი: Wèinán) — საოლქო დონის ქალაქი აღმოსავლეთ გუანჭონგში, შენსის პროვინცია, ჩინეთი. ქალაქი მდინარე ვეის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ხუანხეს (ასევე ცნობილი, როგორც ყვითელი მდინარე) პროვინციის დედაქალაქიდან, სიანიდან დაახლოებით 60 კილომეტრში უერთდება.

სახელწოდება „ვეინანი“ სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „მდინარე ვეის სამხრეთი“. ქალაქი სახელწოდებას შეესაბამება, რადგან მისი უდიდესი ნაწილი მდინარის სამხრეთით მდებარეობს (გამონაკლისია ვეინანის აგლომერაცია, რა შემთხვევაშიც უდიდესი ნაწილი მდინარის გადაღმაა).

სიუეს ტაძარი, რომელიც თავდაპირველად ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდში აშენდა

იმის გათვალისწინებით, რომ ვეინანი პროვინციულ დედაქალაქებს, სიანსა და ლოიანს შორისაა მოქცეული, მას დიდი ისტორია აქვს.

ვეინანის კოშკი, რომელიც მინის დინასტიის პერიოდშია აშენებული

თანამედროვე ვეინანის ტერიტორიაზე გვიანდელი ჰომო ერექტუსის ნამარხია აღმოჩენილი, რომელსაც დალი ეწოდა. სიანკუის რაიონი ცინის სამეფოს პერიოდიდან, ძველი წელთაღრიცხვით 668 წლიდან იყო დასახლებული. ვეინანს მისი ამჟამინდელი სახელწოდება 360 წელს მიენიჭა. ტანის დინასტიის მმართველობის დროს, იმპერატორთაგან 10 გარდაცვალების შემდეგ ვეინანში დაკრძალეს. 1556 წლის 23 იანვარს ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 830 000 ადამიანი გარდაიცვალა.[2]

ვეინანის საოლქო დონის ქალაქი შეიქმნა 1995 წელს, რომელმაც ვეინანის პრეფექტურა ჩაანაცვლა. სამნესიის კაშხლის მშენებლობის პერიოდში, ქალაქის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული და შესაბამისად, ქალაქის განვითარების დონე, პროვინციის სხვა ქალაქებთან შედარებით, დაბალი იყო. ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად ვეინანი სწრაფად განვითარდა. კუანჭონგის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც ამჟამად ქალაქს ეკუთვნის, ვეინანს შენსის პროვინციის მეორე ქალაქად აქცევს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ პროვინციის დედაქალაქს, სიანს ჩამოუვარდება).

ჰავის მონაცემები — ვეინანი (1981–2010 normals)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 5.1 9.3 15.1 22.0 27.3 31.9 32.5 30.5 25.9 19.9 12.7 6.4 19.9
საშუალო დღიური °C −0.3 3.4 8.6 15.2 20.4 25.3 26.8 25.0 20.0 14.0 6.8 0.9 13.8
საშუალო დაბალი °C −4.4 −1.3 3.2 9.1 14.0 18.9 21.7 20.4 15.6 9.6 2.2 −3.2 8.8
საშუალო ნალექი (მმ) 5.6 10.3 22.9 41.8 51.3 62.4 93.3 96.2 94.1 62.5 23.5 5.5 569.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 67 64 65 66 67 63 74 80 82 79 75 71 71
წყარო: China Meteorological Administration[3]

ჩინეთის მოსახლეობის მეექვსე აღწერის მიხედვით, ქალაქ ვეინანში 5 286 077 ადამიანი ცხოვრობს.[4]2000 წლის მონაცემებთან, მოსახლეობის მეხუთე აღწერასთან შედარებით, მოსახლეობა 108 729ა ადამიანით არის შემცირებული. ამჟამად ვეინანში მცხოვრებლებს შორის 50.75% მამრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 49.25% ქალია. ქალაქში სულ 2 682 710 მამაკაცი და 2 603 367 ქალი ცხოვრობს.[4]

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მარტის მონაცემებით ქალაში ავტობუსის 20 მარშრუტი არსებობს, რომლებიც, ძირითადად, ქალაქის ურბანულ ნაწილში გადაადგილდებიან. პირველი და მეორე ხაზის გარდა ავტობუსები, აღჭურვილია ჰაერის გამაგრილებელი სისტემებით. კონდიციონერიანი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 2 ჩინური იუანი ღირს, კონდიციონერის გარეშე არსებული ავტობუსები კი საზოგადოებას 1 იუანად ემსახურება. ქალაქში დაახლოებით 1000 ტაქსია დარეგისტრირებული. ამ სატრანსპორტო საშუალებაში პირველი 2.5 კილომეტრის გავლა 5 იუანი ღირს, დამატებითი კილომეტრის ფასი კი 1.4-დან 1.5 იუანამდე იზრდება.

ჩინეთის ეროვნული მაგისტრალი 108 და ჩინეთის ეროვნული მაგისტრალი 310 ქალაქში გადის. ქალაქის მთავარი ავტომაგისტრალია G5, ბეიჯინგისა და კუნმინის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი; G30, ლიენიუნგანგისა და ყორგასის; ასევე G65E, რომელიც იულინსა და ლანთიენს აკავშირებს. ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს მდინარე ვეიზე გადებული ხუთი ხიდი აკავშირებს. ასევე არსებობს სამი ხიდი, რომელიც ქალაქის მეზობელ შანსის ხუანხესთან აკავშირებს.

ვეინანის ჩრდილოეთის რკინიგზის სადგური

ვეინანის ურბანული ნაწილი 4 რკინიგზის სადგურს მოიცავს. ვეინანის რკინიგზის სადგური 1934 წელს გაიხსნა, რომელიც ლონგხაის რკინიგზის ნაწილია. ლონგხა ჩინეთის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქალაქს აკავშირებს ერთმანეთთან მატარებლის საშუალებით. ვეინანის ჩრდილოეთის რკინიგზის სადგური ჩქაროსნული მატარებლების გაჩერების ადგილია, სადაც გადის სიუჭოუსა და ლანჭოუს დამაკავშირებელი რკინიგზა, ასევე ტათუნგისა და სიანის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი.

საჰაერო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეინანში არ არსებობს კომერციული მგზავრების გადასაყვანი აეროპორტი. უახლოესი აეროპორტია სიან სიანიანგის საერთაშორისო აეროპორტი. ხუაჭოუს რაიონში ამჟამად შენდება მცირე ზომის აეროპორტი, რომელიც ხუაშანზე ტურიზმის განვითარებისთვის იქმნება.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cox, W (2018). Demographia World Urban Areas. 14th Annual Edition. St. Louis: Demographia, გვ. 22. 
  2. China's History of Massive Earthquakes (12 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 16 June 2008
  3. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-16
  4. 4.0 4.1 zh:渭南市2010年第六次全国人口普查主要数据公报. Bureau of Health and Family Planning of Weinan City, in Chinese. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
  5. zh:我市与俄罗斯阿穆尔共青城结为友好城市. Weinan People's Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-19. ციტირების თარიღი: 2016-05-14
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეინანი“-დან