ელ-კალაფატე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ელ-კალაფატე El Calafate | |||
| |||
ქვეყანა | არგენტინა | ||
პროვინცია (არგენტინა)|არგენტინის პროვინციები|პროვინცია | სანტა-კრუსის პროვინცია | ||
კოორდინატები | 50°20′22″ ს. გ. 72°15′54″ დ. გ. / 50.33944° ს. გ. 72.26500° დ. გ. | ||
დაარსდა | 7 დეკემბერი, 1927 წ. | ||
ფართობი | 107,5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 199 მ | ||
მოსახლეობა | 23 065[1] კაცი (2016) | ||
სიმჭიდროვე | 1 007,2 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | +54 2965 | ||
საფოსტო ინდექსი | Z9405 | ||
ოფიციალური საიტი | elcalafate.gov.ar | ||
ელ-კალაფატე (ესპ. El Calafate) — ქალაქი არგენტინაში, პატაგონიაში. მდებარეობს ლაგო-არხენტინოს ტბის სამხრეთ ნაპირზე, სანტა-კრუსის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ რიო-გალიეგოსიდან 320 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. სახელი მომდინარეობს მცენარე კალაფატესგან (Berberis buxifolia) — პატარა ბუჩქი ყვითელი ყვავილებითა და მუქი ლურჯი კენკრით, რომელიც ძალზე დამახასიათებელია პატაგონიისათვის.
ელ-კალაფატე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და კვანძია ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკის მოსანახულებლად, სადაც მდებარეობს პერიტო-მორენოს მყინვარი, ფიცროისა და სერო-ტორეს მთები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ისტორია მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში იწყება. თავდაპირველად, ეს ადგილი ერთგვარი თავშესაფარი იყო მატყლით მოვაჭრეთათვის. ქალაქი ოფიციალურად 1927 წელს დაარსდა არგენტინის მთავრობის მიერ, რათა მომხდარიყო დასახლების წახალისება. 1937 წელს გაიხსნა ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკიც, რასაც ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობაც მოჰყვა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 143 ადამიანს შეადგენდა, რაც 1991 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20,1%-ით იყო გაზრდილი.[2] ტურიზმის განვითარების წყალობით, 2014 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
-
სარეზიდენციო ნაწილი
-
ყინულისა და მყინვარების ინტერპრეტაციის სენტრი, გლასიერუმუ
-
პატაგონიის ტიპური ხედი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Elcalafate.gov.ar, ოფიციალური საიტი (ესპანური)
- Glaciarium Website
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Población El Calafate 2016 - poblacion.population.city. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2016-10-17.
- ↑ Interior Ministry: El Calafate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-31. ციტირების თარიღი: 2016-10-17.