Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ედგარ მანასი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედგარ მანასი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1875(1875-04-12)[1]
დაბ. ადგილი კონსტანტინოპოლი[1]
გარდ. თარიღი 9 მარტი, 1964(1964-03-09)[1] (88 წლის)
გარდ. ადგილი სტამბოლი[1]
ეროვნება სომხები[1]

ედგარ მანას ეფენდი (სომხ. Էտկար Մանաս; დ. 12 აპრილი, 1875, ისტამბული9 მარტი, 1964, იქვე) — სომხური წარმოშობის თურქი კომპოზიტორი, დირიჟორი და მუსიკათმცოდნე. ის არის თურქეთის ეროვნული ჰიმნის სამიდან ერთი ავტორი, რადგან მან იგი ორკესტრთან შეათანხმა.

სომხური წარმოშობის ედგარის მამა, ალექსანდრე მანასი იყო „ოსმალეთის სახელმწიფო ვალთა ადმინისტრაციის მთავარი თარჯიმანი. ოჯახის საგვარეულო ხაზი შეიძლება მოდიოდეს კაესარეადან (დღევანდელი კაისერიდან), სადაც იგი მეთექვსმეტე საუკუნის შუა პრიოდში წარმოიქმნა. რაფაელ მანასი (1710 - 1790), ოსმალეთის იმპერიის ოფიციალური მხატვარი, უდავოდ იყო მანასის დინასტიის ყველაზე გამორჩეული ფიგურა: მან შექმნა მაჰმუდ I-ის, ოსმან III-ის და მუსტაფა III-ის პორტრეტები.[2]

ედგარ მანასი დაიბადა 1987 წლის 12 აპრილს, ისტამბულში. არტისტულად ნიჭიერი ახალგაზრდა ედგარი 13 წლის ასაკში გაიგზავნეს იტალიაში, რათა ჩარიცხულიყო მურიტ-რაფაელიანის სომხური სკოლაში [3]კომერციის შესასწავლად. ვენეციაში ყოფნის დროს იგი ასევე ესწრებოდა პიანინოს გაკვეთილებს, რომლებსაც პროფესორ ტრიველლინი ატარებდა. 1894 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ, იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. მისმა მუსიკის შესწავლის გაგრძელების შურვილმა იგი კვლავ იტალიაში დააბრუნა, სადაც იგი პადუაში დასახლდა; აქ მანასი მუშაობდა კომპოზიტორ ლუიჯი ბოტაზოსთან.[4]

პროფესიონალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბულში დაბრუნების შემდეგ მანასმა მუსიკის შესწავლა განაგრძო. მან პირველ რიგში კონცენტრირდა კლასიკისა და თანამედროვე ფრანგი ოსტატების ნაწარმოებების შემოწმებაზე.

1912 წელს მანას გაეცნო თანამედროვე სომხური მუსიკის ფუძემდებლის, კომიტას. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა გულწრფელი იყო, ისინი მჭიდროდ არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რადგან მანასი და კომიტა ცხოვრობდნენ ორ სხვადასხვა ესთეტიკურ სამყაროში.[5]

იმავე წელს, ლაიფციგში დაფუძნებულმა Breitkopf & Härtel-მა გამოაქვეყნა ედგარ მანასის ორი კომპოზიცია - სუიტა ფორტეპიანოსთვის და სიმებიანი კვარტეტი. ამას მოჰყვა სხვა ევროპული გამომცემლობებიც, მათ შორის: სალბერტი,[6] სენარდი[7] და ჰამელი.[8] მანასის მუსიკას ხშირად ასრულებდნენ სტამბულში და, ზოგჯერ, ევროპული მუსიკის დედაქალაქებშიც.

ზემოთ აღნიშნული სიმებიანი კვარტეტის პრემიერა შედგა 1921 წლის 6 მაისს, „Union française“-ში. კვარტეტის წევრები იყვნენ: მევიოლინე ეკრემ ზუკი უნი[9] და კრიკორ გარაბედიანი, მევიოლინე დირან ისრაელიანი და ვიოლონჩელისტი კალაიოვი.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. Mayda Saris (2005). Armenian Painting: From the Beginning to the Present. Agos Press, Istanbul, pp. 107-9. ISBN 975-8856-01-4.
  3. Ս. Թէոդորեան։Պատմութիւն Մուրատեան վարժարանի։ Paris, 1857, Vol. I.
  4. it:Luigi Bottazzo
  5. Ցիցիլիա Բրուտեան (1968). Սփյուռքի հայ երաժիշտները. «Հայաստան» հրատարակչություն, Երևան. p 406.
  6. The New Music Dictionary of Music and Musicians (1980). Vol XVI, p 409.
  7. The New Music Dictionary of Music and Musicians (1980). Vol XVII, p 126.
  8. The New Music Dictionary of Music and Musicians (1980). Vol VIII, p 69.
  9. tr:Ekrem Zeki Ün
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედგარ_მანასი“-დან