Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ეგზონუკლეაზები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგზონუკლეაზებინუკლეაზების ჯგუფის ცილები, რომლებიც ნუკლეოტიდებს შორის ფოსფოდიეთერული ბმების ჰიდროლიზის მეშვეობით პოლინუკლეოტიდურ ჯაჭვს აშორებენ დამაბოლოვებელ მონონუკლეოტიდებს.

პოლინუკლეოტიდური ჯაჭვის 3' და 5' ბოლოებზე ბმების ჰიდროლიზირების შესაძლებლობის მიხედვით განარჩევენ 3' და 5' ეგზონუკლეაზებს. ეგზონუკლეაზები უჯრედებში გვხვდება, როგორც ცალკე, ასევე ფერმენტაციული კომპლექსების შემადგენლობაში. მაგალითად, დნმ-პოლიმერაზა I შეიცავს 5' ეგზონუკლეაზას, რომელიც ხლეჩს რნმ-პრაიმერს, რომელიც მიმაგრებულია უშუალოდ იმ ადგილას, სადაც მიმდინარეობს დნმ-ის სინთეზი. ამის შემდეგ დნმ-პოლიმერაზა I გამოერთებული პრამიერის ადგილას იწყებს ნუკლეოტიდების შეკავშირებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]