Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

სლოვაკეთის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:20, 17 იანვარი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სლოვაკეთის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1993 წლის 1 იანვარს
ფარი წითელ ფონზე გამოსახულია თეთრი ორმაგი ჯვარი, რომლის საფუძველსაც მომრგვალებულ-თავებიანი სამი ლურჯი მთა წარმოადგენს.

სლოვაკეთის გერბისლოვაკეთის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო (დროშასა და ჰიმნთან ერთად). დამტკიცდა 1993 წლის 1 იანვარს, მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკია ორ სუვერენულ სახელმწიფოდ - ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის დღევანდელ გერბზე გამოსახული სიმბოლოები ჩეხოსლოვაკიის გერბზეც იყო გამოსახული ჩეხურ სიმბოლოებთან ერთად. გერბზე გამოსახული სიმბოლოები მეორდება როგორც სლოვაკეთის სახელმწიფო, ისე პრეზიდენტის დროშაზეც.

თანამედროვე შეფასებით, ორმაგი ჯვარის სიმბოლო წარმოიქმნა ბიზანტიის იმპერიაში IX საუკუნეში. სავარაუდოდ ეს სიმბოლო სლოვაკეთში ორმა ბიზანტიელმა მისიონერმა - წმინდა კირილემ და მეთოდემ შემოიტანეს.

ჩვეულებრივი ჯვრისაგან განსხვავებით ორმაგი ჯვრის სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა ბოლომდე გასაგები არაა. ერთ-ერთი ვერსიით, პირველი ჰორიზონტალური მკლავი განასახიერებს ბიზანტიის იმპერატორის საერო, მეორე კი საეკლესიო ძალაუფლებას. სხვა ვერსიის თანახმად კი ერთი მკლავი განასახიერებს სიკვდილს, მეორე კი - იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.

გერბზე გამოსახული სამი მთა განასახიერებს ტატრებს, მატრასა და ფატრას მთებს, რომლებიც სიმბოლურად უნგრეთის სამეფოს ჩრდილოეთ მთიან ნაწილს წარმოადგენენ. ამ სიმბოლოს იყენებდნენ უნგრეთის მეფე ვლადისლავი და მისი მემკვიდრე ოტო ბავარიელი XIV საუკუნის დასაწყისში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]