Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მაო დუნი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაო დუნი
მაო დუნი
茅盾

მაო დუნი (ჩინ. 矛盾),ნამდვილი სახელი— შენ იან ბინი (ჩინ. 沈雁冰, 4 ივლისი 1896, ცინჯენი, ძეციანის პროვინცია -27 მარტი.1981) —მე –20 საუკუნის  ჩინელი საზოგადო მოღვაწე, ესეისტი, ჟურნალისტი, რომანისტი და დრამატურგი.,კულტურის კრიტიკოსი და კულტურის მინისტრი (1949–65), ის თანამედროვე ჩინეთის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი მემარცხენე რეალისტი ნოველისტია. [1][2]

მაო დუნის მემორიალი თავის მშობლიურ ქალაქ ვუჟენში
მაო დუნის მემორიალი თავის მშობლიურ ქალაქ ცინჯენში
მაო დუნის ბრინჯაოს ბიუსტი
მაო დუნის ბრინჯაოს ბიუსტი
მაო დუნის რეზიდენციის ეზო.
მაო დუნის რეზიდენციის ეზო.

მაო დუნმა მიიღო კლასიკირი და თანამედროვე განათლება. 1913 წელს იგი ჩაირიცხა პეკინის უნივერსიტეტის მოსამზადებელ განყოფილებაზე,სადაც სწავლობდა ჩინურ და დასავლურ ლიტერატურას. ფინანსური სირთულეების გამო, იგი იძულებული გახდა 1916 წლის ზაფხულში სწავლა მიეტოვებინა. 1916 წლიდან მუშაობდა შანხაის გამომცემლობებში.  ფსევდონიმად აირჩია სახელი "მაო დუნი" (ჩინ. 矛盾), რაც ნიშნავს "წინააღმდეგობას".

1920-1922 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ჟურნალს "Xiaosho Yuebao", იყო 1921 წელს ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. 1920 წელს იგი შეუერთდა კომუნისტურ პარტიას შანხაიში. იყო  1924-27  წლების რევოლუციის მონაწილე. სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებით. მისი პირველი მხატვრული ნაწარმოებია „დაბნელება“ (1927-28). ამავე დროს, მაო დუნი მონაწილეობდა ჩიანგ კაი-შიკის ჩრდილოეთ ექსპედიციაში (1926–28), მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო 1928-30 იაპონიაში ემიგრაციაში ყოფნისას განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობას. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ჩინეთის მემარცხენე მწერლების ლიგის ერთ-ერთი წამყვანი წევრი. ასევე ასრულებდა პუბლიცისტის, ლიტერატურის კრიტიკოსის, კრიტიკოსისა და მთარგმნელის როლს. თარგმნიდა უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს ჩინურად.[3]

როდესაც  ჩინეთმა დაიწყო ომი იაპონიასთან და იგი აქტიურად მონაწილეობდა  მოძრაობაში იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ.  1940 წელს იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ჰონგ -კონგში.

 1949 წელს კომუნისტური მთავრობა მოვიდა სათავეში . მაო დუნი 1949-64 წლებში იყო მაო ძედუნის მდივანი,  სრულიად ჩინეთის ლიტერატურის და ხელოვნების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ჩინეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი.

მაო დუნმა დააარსა ყოველთვიური ჩინური ლიტერატურის ჟურნალი, რომელიც ყველაზე პოპულარული გახდა დასავლეთის მკითხველების შორის.  1964 წელს იგი გაათავისუფლეს მინისტრის თანამდებობიდან იდეოლოგიური არეულობის გამო. კულტურული რევოლუციის დროს იდევნებოდა. შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 1970-იან წლებში იგი გახდა საბავშვო ჟურნალის რედაქტორი და დაიწყო მუშაობა  მემუარებზე. მაო დუნი გარდაიცვალა 27 მარტს, 1981 წ. მისი გავლენა ჩინურ ლიტერატურაზე დღემდე გრძელდება, რადგან მწერალთა წახალისებისათვის  თავისი დანაზოგებით შექმნა ფონდი  სახელწოდებით მაო დუნის  ლიტერატურული სტიპენდია.[4]

მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაო დუნს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი პუბლიკაცია, მათ შორის მოთხრობები, რომანები, თეორიები და ა.შ.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „Ziye“ რომანი, რომელიც ასახავს ცხოვრებას კოსმოპოლიტურ შანხაიში და „გაზაფხულის აბრეშუმის ჭიები“.

ავტორია  3 დიდი მოთხრობისგან შემდგარი „სოფლური ტრილოგიისა“ (1932-34), რომანებისა „განთიადის წინ“ (1933), „დაშლა“ (1942), „წრთობა“ (დაუმთავრებელია) და სხვა.  მაო დუნის შემოქმედებაში აისახა ჩინეთის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები და მოვლენები. აღსანიშნავია მისი წიგნები „აღფრთოვანება“ (1959), „ისტორიისა და ისტორიული დრამის შესახებ“ (1962).

  • Chen, Yu-shih. Realism and Allegory in the Early Fiction of Mao Dun. (1986)
  • Gálik, Marián. Mao Tun and Modern Chinese Literary Criticism. (1969)
  • Gálik, Marián. The Genesis of Modern Chinese Literature Criticism. (1980)
  • Hsia, C.T. A History of Modern Chinese Fiction. (1961)
  • Li Pin. (李頻) Bianji jia Mao Dun pingzhuan (編輯家茅盾評傳) Kaifeng (開封): Henan University press (河南大學出版社), 1995. Available in HKU FPS library.
  • Shao Bozhou, et al. ed. Mao Dun de wenxue daolu. (1959)
  • Wang, David Der-wei. Fictional Realism in the Twentieth-Century China. (1992)
  • Chinese Writers on Writing featuring Mao Dun. Ed. Arthur Sze. (Trinity University Press, 2010).
  • Williams, Philip F. Village Echoes: The Fiction of Wu Zuxiang. (1993)
  1. Encyclopædia Britannica
  2. Mao Dun . — Encyclopædia Britannica Online. მიმართვის თარიღი 1 აპრილი 2014.
  3. Chiu, Kang-Yen (2020). "Walter Scott's First Chinese Critic – Mao Dun". Scottish Literary Review. 12: 19–34 – via Project Muse.
  4. Chen, Yu-shih (1993). "False Harmony: Mao Dun on Women and Family" Modern Chinese Literature and Culture 7: 131–152.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაო_დუნი“-დან