თესალონიკის თემი
თესალონიკის თემი (ბერძ. θέμα Θεσσαλονίκης — სამხრეთ ბალკანეთში მდებარე სამხედრო-სამოქალაქო თემი ბიზანტიის იმპერიაში. მოიცავდა ცენტრალურ და დასავლეთ მაკედონიის სხვადასხვა ნაწილს და თოსალონიკს, იმპერიის მეორე მნიშვნელოვან ქალაქს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიან ანტიკურ ხანაში, თესალონიკე იყო რომის პროვინციის — მაკედინიის, მაკედონიის დიოცეზის და ილირიის პრეტორიანული პრეფექტურის დედაქალაქი. მე-7 საუკუნიდან, სლავების შემოსევებიდან, თემი მოიცავდა თესალინიკს და მის შემოგარენს. მას მართავდა ეპარქი, თუმცა მე-9 საუკუნის დასაწყისში მისი მმართველობა სტრატეგოსს დაევალა.[1]
თესალონიკის სტრატეგოსი პირველად 836 წელს მოიხსენიება, მაგრამ მიხეილ II-ის მიერ ლუი I-სათვის მიწერილი წერილის მიხედვით შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ ეს თემი 824 წელს უკვე არსებობდა.[2][3] მისი დაარსების თარიღად ასევე მოიხსენიებენ 809 წელს, როდესაც ნიკიფორე I-მა ანტი-სლავური კამპანიის დროს გააvრცელა ბიზანტიის იურისდიქცია ქალაქზე.[4] მე-9 საუკუნეში თესალონიკის თემის არმია 2 000 კაცს შეადგენდა.[5] მისი საზღვრები აღმოსავლეთით მდინარე სტიმონამდე და ამავე დასახელების თემამდე ვრცელდებოდა. მას სამხრეთით ჰელადა, ხოლო ჩრდილოეთით თესალია ესაზღვრებოდა. თესალონიკის თემის დასავლეთი და ჩრდილოეთი საზღვრების დაუდგენლობამ გამოიწვია კონფლიქტი ბიზანტიასა და სლავურ ტომებს, ხოლო მოგვიანებით ბიზანტიასა და ბულგარელებს შორის.[6]
იოანე I-ის დროს, ერთ-ერთი დუქსი არმიით ჩავიდა ქალაქში და სტრატეგოსთან ერთად დაიწყო თანა-მმართველობა, ამ უკანასკნელის მოვალეობების თავის თავზე აღებამდე.[3][7] XI საუკუნეში თესალონიკის დუკატონი იმდენად მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო, რომ ისინი ხშირად სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ.[3] ქალაქი და მაკედონიის დიდი ნაწილი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ გახდა თესალონიკის სამეფოს ნაწილი. 1224 წელს იგი ეპირის დესპოტატმა შეიერთა. თემი აღდგა 1246 წელს, მას შემდეგ, რაც იგი ნიკეის იმპერიამ შეიერთა. იგი საბოლოოდ გაანადგურეს ოსმალებმა 1392 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kazhdan, Alexander, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. New York and Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- Nesbitt, John W.; Oikonomides, Nicolas, eds. (1991). Catalogue of Byzantine Seals at Dumbarton Oaks and in the Fogg Museum of Art, Volume 1: Italy, * North of the Balkans, North of the Black Sea. Washington, District of Columbia: Dumbarton Oaks Research Library and Collection. ISBN 0-88402-194-7.
- Oikonomides, Nicolas (1972). Les Listes de Préséance Byzantines des IXe et Xe Siècles (in French). Paris, France: Editions du Centre National de la Recherche Scientifique.
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (in Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
- Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|