გონიოს ტბა
იერსახე
გონიოს ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°34′17″ ჩ. გ. 41°34′11″ ა. გ. / 41.571417° ჩ. გ. 41.569778° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 0,5 მ |
ფართობი | 0,06 კმ² |
მოცულობა | 0,0000054 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 1,3 მ |
გონიოს ტბა — ტბა საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოსთან. ტბის ქვაბული მოქცეულია ზღვის სანაპირო დიუნებს შორის, ზღვის დონიდან 0,5 მ სიმაღლეზე. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ზედაპირის ფართობი 0,06 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, წყლის მოცულობა 5,4 ათ. მ³. გონიოს ტბა უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. მინიმალური დონე ზაფხულში აქვს, მაქსიმალური — შემოდგომაზე.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 97.