Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

Transfiguration pending
შინაარსზე გადასვლა

ხრეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრეში

ხრეში — ფხვიერი ქანი, რომელიც შედგება დამრგვალებული ქანის, ზოგჯერ მინერალების (მაგალითად, კვარცის) სხვადასხვა ზომის ფრაქციებისაგან. ხრეში არის მდინარის, ტბის, ზღვის, მყინვარისა და სხვა. იყენებენ ბეტონის შემვსებად, გზის სამოსად, რკინიგზის ბალასტისათვის, წყალსადენის ფილტრებში და სხვა. ზომა 1-დან 10 მმ-მდე. განარჩევენ მსხვილ (5-10 მმ), საშუალო (2,5-5 მმ) და წვრილი (1-2,5 მმ) ზომის ხრეშს. ზოგჯერ წვრილ ხრეშს უწოდებენ „უხეშ ქვიშას“.

გამოირჩევა უსწორმასწორო ზედაპირით და ჩვეულებრივ წარმოდგენილია ქვიშასთან, თიხასთან და ორგანულ ნივთიერებებთან ერთად. მნიშვნელოვანი კომერციული პროდუქტია. მსოფლიოს არაერთი გზა მოფენილია ხრეშით, განსაკუთრებით ინტენსიურად იყრება სოფლის უსწორმასწორო გზებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Геологический словарь, Москва, т 1, А-Л.