ქუდი
იერსახე
ქართული
[რედაქტირება]ქუდი
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [kʰudi]
- აუდიო მაგალითი: ქუდი ?
- დამარცვლა: ქუ·დი, მრ. რ. ქუ·დე·ბი, ქუდ·ნი
პარონიმები: კუდი
მნიშვნელობა
[რედაქტირება]➤ ქუდ-ი, ქუდ-ის(ა), მრავლობითი: ქუდ-ებ-ი, ქუდ-ნ-ი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
- ადამიანის თავზე (თმიანი ნაწილის) დასახურავი.
- კარის ქუსლის საბრუნი. (დავით ჩუბინაშვილი).
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- გადატანითი: მაჭრის დუღილისას ზევით ამოსული თაღივით შეკრული ჭაჭა.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ბოტანიკა გადატანით: სოკოს ზედა ნაწილი.
- ქუდიანი სოკო
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- სატელევიზიო გადაცემის შესავალი ნაწილი.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]- ➤ წარმოებული სიტყვები: ქუდბედი, ქუდბედიანი, ქუდიანი, ქუდმოგლეჯილი, ქუდმოუხდელი, ქუდმოშვლეპილი, ქუდმოხდით, ქუდმოხდილი, ქუდოსანი, ქუდოსან-მანდილოსანი, ქუდოსნობა, ქუდჩაკეცილი, ქუდჩამოფხატული, ქუდმოხდილი
- ➤ შესიტყვებები: კალმუხის ქუდი, ქუდს იშვლეპს, (თავზე) ქუდი ხურავს, ქუდს უხდის, ქუდს ხდის
- ➤ იდიომები: ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა — ქალამნად • ცა ქუდად აქვს და დედამიწა ქალამნად • ქუდი დადე და... • ქუდი ძირს დადე და... • ქუდი რომ შეუგდო, არ შევა • ქუდი რომ შეუგდო, ვერ შეიტყუებ • ქუდს მოიგდებს • ქუდმოგდებული • უჩინ-მაჩინის ქუდი • ნამუსის ქუდი ხურავს • ქუდს ჭერსა ჰკრავს • ქუდზე კაცი • ქუდზე კაცი გამოდის • ქუდზე კაცს გამოიყვანს
- ➤ ანდაზები: ქურდს ქუდი ეწვის
თარგმანები
[რედაქტირება]
|
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 7, სვეტი 368, თბილისი, 1962 წელი.
- იხილეთ ქართული ვიკიპედიის სტატია „ქუდი“
- „ქუდი“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, თბილისი „განათლება“, 1998, გვ. 503
- ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 437.
- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 2, თბილისი: „მერანი“, 1993, გვ. 235.
- ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, ელდარ ნადირაძე, თბილისი, 2022, გვ. 508