წითელი ხატი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
წითელი ხატი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხარულის ქედზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადის — ფაჩურისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3026 მ. აგებულია ჰოლოცენური ასაკის ანდეზიტური და დაციტური ლავებით. ახალგაზრდა ვულკანური კონუსია. აქვს დაუნაწევრებელი კალთები. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. წითელი ხატის ფერდობებზე მდებარეობს ორი მაღალმთიანი ტბა: დიდი წითელი ხატის ტბა და პატარა წითელი ხატის ტბა.
წითელი ხატი | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′53″ ჩ. გ. 44°20′37″ ა. გ. / 42.41472° ჩ. გ. 44.34361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3026 მ |
ქედი | ხარულის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური და დაციტური ლავა |
ასაკი | ჰოლოცენი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 319.