პიტერ ბერენსი
პიტერ ბერენსი (გერმ. Peter Behrens დ. 14 აპრილი, 1868, ჰამბურგი — გ. 27 თებერვალი, 1940, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, მხატვარი, გრაფიკოსი, ტიპოგრაფი და დიზაინერი. ბერენსის სახელოსნოში მუშაობდნენ ვალტერ გროპიუსი, მის ვან დერ როე, ლე კორბიუზიე და სხვები.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ქრისტიანეუმის სკოლაში ჰამბურგში 1877 წლის სექტემბრიდან 1882 წლის აღდგომამდე. იგი ფერწერას სწავლობდა თავის მშობლიურ ჰამბურგში, ასევე დიუსელდორფსა და კარლსრუეში, 1886 წლიდან 1889 წლამდე. 1890 წელს ცოლად შეირთო ლილი კრამერი და გადავიდა მიუნხენში. უპირველეს ყოვლისა, ის მუშაობდა მხატვარად, ილუსტრატორად და წიგნის შემკვრელად. 1899 წელს ბერენსი მიიწვია გრაფმა ერნსტ ლუდვიგმა დარმშტადტში, მხატვართა კოლონიაში, სადაც ბერენსმა ააშენა საკუთარი სახლი და შიგნით ყველა ნივთის (ავეჯი, პირსახოცები, ფერწერა, კერამიკა და ა.შ.) დიზაინის ავტორიც თავად იყო. ამ სახლში ითვლება, რომ გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში იყო, როდესაც ის მხატვრული წრეების წევრი გახდა მიუნხენში და გადაიხარა იუგენდსტილისაკენ, რათა ეს ახალი სტილი აეთვისებინა.
იგი ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დიზაინერი იყო (არქიტექტურული რეფორმების თვალსაზრისით). ჰქონდა აგურით, ფოლადითა და მინით ნაშენი საწარმოები და საოფისე შენობები. 1903 წელს ბერენსი აირჩიეს დიუსელდორფის Kunstgeverberschule-ს დირექტორად, სადაც განახორციელა წარმატებული რეფორმები. 1907 წელს, ბერენსის, ათი სხვა ადამიანის და თორმეტი კომპანიის მიერ შეიქმნა გერმანიის ვერკბუნდი. როგორც ორგანიზაცია, ის ყურადღებას ამახვილებდა ხელოვნებასა და არქიტექტურაზე. ვერკბუნდის წევრები დაკავებული იყვნენ გემოვნების საერთო დონის გაუმჯობესებით. ეს ძალიან პრაქტიკული ორგანიზაცია გახდა ძალიან გავლენიანი ძლიერ ორგანიზაციებს შორის (მრეწველებს, საჯარო პოლიტიკოსებს, დიზაინერებბს, ინვესტორებს, კრიტიკოსებსა და მეცნიერებს შორის). ბერენსის სამუშაოები იყო პირველი ფართომასშტაბიანი დემონსტრირება ვერკბუნდის ინიციატივების სიცოცხლისუნარიანობისა.
1907 წელს, AEG-em (Allgemeine Elektrizitäts-Gesellschaft) შეინარჩუნა ბერენსი როგორც მხატვრული კონსულტანტი. ის მუშაობდა კორპორატიულ ნიშნებზე - ლოგოტიპზე, პროდუქტის დიზაინზე ა.შ. იგი ითვლება პირველ ინდუსტრიულ დიზაინერად ისტორიაში. ბერენსი ასოცირდება ჰიტლერის სახელთან, რადგან იგი ადრევე გახდა ნაცისტური პარტიის წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- A. Windsor (1981): Peter Behrens: Architect and Designer, Humanities Press Intl; First US edition, ISBN 0-85139-072-2
- Stanford Anderson (2002): Peter Behrens and a New Architecture for the Twentieth Century, The MIT Press, ISBN 0-262-51130-4 ISBN 978-0262511308
- Peter Behrens (1990): Peter Behrens: Umbautes, Licht Prestel Pub, ISBN 3-7913-1059-3 (German edition)
- Kathleen James-Chakraborty (2000): German architecture for a mass audience, Routledge, ISBN 0-415-23654-1
- Ina Bahnschulte-Friebe: Künstlerkolonie Mathildenhöhe Darmstadt 1899–1914. Darmstadt: Institut Mathildenhöhe 1999, ISBN 3-9804553-6-X (გერმანული)
- Georg Krawietz: "Peter Behrens im dritten Reich", Weimar 1995, VDG, Verlag und Datenbank für Geisteswissenschaften, ISBN 3-929742-57-8 (გერმანული)
- Klaus J. Sembach: 1910 – Halbzeit der Moderne. Stuttgart: Hatje 1992, ISBN 3-7757-0392-6 (გერმანული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Peter Behrens
- ↑ 2.0 2.1 Peter Behrens — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Structurae — Ratingen: 1998.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Whyte I. B. Behrens, Peter // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T007347
- ↑ 9.0 9.1 Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 The Other Interface
- ↑ 14.0 14.1 14.2 Беренс Петер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/273-behrens-peter
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 17.0 17.1 Encyclopaedia of Architects, Vienna 1770–1945