Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

ბანტუ — საერთო სახელი აფრიკაში მცხოვრები ბანტუს ენებზე მოლაპარაკე 300-600 ეთნიკური ჯგუფისა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან კამერუნიდან აღმოსავლეთით, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის გასწვრივ. საერთო გარჩევადობის კრიტერიუმით, განარჩევენ ბანტუს 250 ენას,[1] თუმცა განსხვავებები ამ ენებსა და დიალექტებს შორის ხშირად დაუდგენელია, ორგანიზაცია Ethnologue კი საერთოდაც 535 ენას ითვლის.[2]

ბანტუ

ბანტუს ხალხის გავრცელების არეალი
საერთო მოსახლეობა
დაახ. 200 მლნ
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ბანტუს ენები
რელიგიები ქრისტიანობა, ისლამი და ანიმიზმი
დედა-შვილი მაკუას ხალხიდან

ბანტუს ოჯახი დაყოფილია ასობით ინდივიდუალურ ჯგუფებად. არცერთი მათგანი რამდენიმე მილიონს არ აღემატება (უმსხვილესია ზულუ, დაახლოებით 10 მლნ). ბანტუს ერთ-ერთი ენა სუაჰილი მშობლიურია 5-10 მლნ ადამიანისათვის და ის სუპერ-რეგიონული ენაა, რადგან ათობით მილიონი ადამიანი მას მეორე სალაპარაკო ენად ფლობს.

ბანტუს უმსხვილესი ხალხებია: შონა (14 მლნ), რუანდა (13 მლნ), ზულუსები (10,5 მლნ), კონგო (10 მლნ), მაკუა (8,55 მლნ), კოსა (7,9 მლნ), რუნდი (7 მლნ) და ჩოკვე (1,95 მლნ).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Christopher Ehret, An African Classical Age: Eastern and Southern Africa in World History, 1000 B.C. to A.D. 400, James Currey, London, 1998
  • Christopher Ehret and Merrick Posnansky, eds., The Archaeological and Linguistic Reconstruction of African History, University of California Press, Berkeley and Los Angeles, 1982
  • April A. Gordon and Donald L. Gordon, Understanding Contemporary Africa, Lynne Riener, London, 1996
  • John M. Janzen, Ngoma: Discourses of Healing in Central and Southern Africa, University of California Press, Berkeley and Los Angeles, 1992
  1. Derek Nurse, 2006, "Bantu Languages", in the Encyclopedia of Language and Linguistics
  2. Ethnologue report for Southern Bantoid. The figure of 535 includes the 13 Mbam languages considered Bantu in Guthrie's classification and thus counted by Nurse (2006)