Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

ალიაბადი (ზაქათალა)

ალიაბადი (აზერ. Əliabad) — დაბა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონში, ისტორიული ჰერეთის მიწაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს. რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 18 კმ-ით. 2008 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9200 კაცი[1] სოფელი ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.[2]

დაბა
ალიაბადი
აზერ. Əliabad
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი შაქი-ზაქათალა
რაიონი ზაქათალა
კოორდინატები 41°28′42″ ჩ. გ. 46°37′03″ ა. გ. / 41.47833° ჩ. გ. 46.61750° ა. გ. / 41.47833; 46.61750
ადრეული სახელები ელისენი
ცენტრის სიმაღლე 262 მეტრი
მოსახლეობა 10 700
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ6218
Azerbaijan location map.svg
Azerbaijan location map.svg

ალიაბადის ისტორიული სახელწოდება არის ელისენი.[3]XX საუკუნის დასაწყისში ალიაბადის მოსახლეობა შეადგენდა 4351 ადამიანს. ცხოვრობდნენ მუსლიმი ინგილოები. მოქმედებდა მეჩეთი.[4] 1918-1921 წლებში ალიაბადი ზაქათალის ოკრგუში შედიოდა და იყო სადავო საქართველოს და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დანარჩენ საინგილოსთან ერთად გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს[5][6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2008 წლის აღწერის მონაცემები
  2. „ბევრ ახალ წლებ დაინახ“ — ინგილოური ტრადიციები. karibche.ambebi.ge (14 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.
  3. ყოლოშვილი მ., არ დავაშოროთ სიტყვა და საქმე // „ლიტერატურული საქართველო“, №45, 1988.
  4. ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 76.
  5. თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2002.
  6. გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 649.