Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Thick as a Brick

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Thick as a Brick

ორიგინალური გაზეთი, რომელიც წარმოადგენს ალბომის გარეკანსაც.
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 3 მარტი 1972[1]
ჩაიწერა დეკემბერი, 1971
სტუდია Morgan Studios, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 43:46
ლეიბლი Chrysalis, Reprise
პროდიუსერი იენ ანდერსონი, ტერი ელისი
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია
Aqualung
(1971)
Thick as a Brick
(1972)
Living in the Past
(1972)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars [2]
რობერტ კრისტგოუC− [3]
Musichound Rock: The Essential Album Guide3.5/5 stars [4]
Record Collector4/5 stars [5]
The Rolling Stone Album Guide (1979)2/5 stars [6]

Thick As A Brickბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც შედგება ერთადერთი სასათაურო კომპოზიციისაგან. გამოვიდა 1972 წელს.

კომპოზიცია, წარმოდგენილი ალბომზე, 44 წუთის ხანგრძლივობისაა. გრამფირფიტისა და აუდიოკასეტის ფორმატის შემთხვევაში, იგი გაყოფილია ორ ნაწილად. მისი ტექსტი ეფუძნება გამოგონილი პერსონაჟის, ბიჭუნა ჯერალდ ბოსტოკის ლექსს, რომელიც, როგორც მითითებულია, ადაპტირებულია მუსიკალური ნაწარმოებისათვის ჯეთრო ტალის მიერ. სინამდვილეში ტექსტის ავტორი ჯგუფის ლიდერი, იენ ანდერსონია.

„Thick as a Brick“ იყო ჯგუფის პირველი ალბომი, სადაც პროგრესული როკი უფრო ღრმად იქნა გამოკვლეული, მას შემდეგ, რაც ოთხი წლით ადრე კოლექტივმა პირველი ალბომი ჩაწერა. ალბომი აღსანიშნავია არაერთი მუსიკალური თემითა და ტემპის ცვლილებებით, რაც ახასიათებდა 1970-იანი წლების პროგრესული როკის სცენას. გარდა ამისა, ინსტრუმენტულ ნაწილში ჟღერს კლავისინი, ქსილოფონი, ტიმპანი, ვიოლინო, ფლეიტა, საყვირი, საქსოფონი და სიმებიანი სექცია - რაც ბლუზურ როკს არ ახასიათებდა.

ჯგუფის ლიდერი იენ ანდერსონი გაკვირვებული იყო, რომ წინა ალბომი, Aqualung, ზედმეტად კრიტიკულად აღიქვეს და „კონცეპტუალური ალბომი“ უწოდეს - იგი დღემდე უარყოფს ამ იარლიყს. გადაცემასთან In the Studio with Redbeard ინტერვიუში, რომელშიც „Thick as a Brick“ მიმოიხილებოდა, ანდერსონმა კრიტიკოსებმა კრიტიკას ასე უპასუხა: „თუკი კრიტიკოსებს ასე სურთ კონცეპტუალური ალბომი, ჩვენ გამოვცემთ ყველა კონცეპტუალური ალბომების დედას, მაღალფარდოვანზე და უდიდესს.“[7] იგი შემდგომში ამბობდა, რომ ყველა ამტკიცებდა, თითქოს ჯეთრო ტალი პროგრესული როკ ჯგუფი იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ამ რეპუტაციის შენარჩუნება და პროგრესული ალბომის დაწერა, რომელიც თავის მხრივ, ჟანრის პაროდია იქნებოდა. „Thick as a Brick“-ით ჯგუფმა შექმნა ალბომი, რომელიც ერთიანი კონცეფციის ირგვლივ ტრიალებდა, ნიჭიერი ინგლისელი ბიჭუნა ჯერალდის ლექსებით, სადაც მიმოიხილებოდა ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებული ფაქტორები. თავის მხრივ, აქ დამალული იყო სიტყვების თამაში - ინგლისურ ენაში ფრაზა „Thick as a brick“ ნიშნავს სულელს, რომელიც ნელი ტემპით ითვისებს რამე ან საერთოდ არაფერი ესმის.[8])

ინტერვიუში ანდერსონი ასევე ახსენებდა, რომ ალბომი იყო ჯგუფების Yes და Emerson, Lake & Palmer პაროდია, ისევე როგორც ფილმი Airplane! იყო ფილმ აეროპორტის პაროდია. ფორმულამ წარმატება იქონია და ალბომი აშშ-ს ჩარტებში პირველ ადგილამდე მიაღწია.

საკონცერტო შესრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წლის მარტიდან ჯგუფი მთლიან ალბომს ტურნეს ფარგლებში თითქმის ერთი წლის მანძილზე ასრულებდა. იმპროვიზაციების გამო ალბომის შესრულება 70 წუთამდე გრძელდებოდა - მას ემატებოდა ინსტრუმენტული ინტერმედიები და სიმღერების „God Rest Ye Merry Gentlemen“ და „Bouree“ ნაწყვეტები. მას შემდეგ, რაც სრულდებოდა ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია გრამფირფიტის პირველ მხარეს, დამატებული იყო კომედიური ნომერი „ახალი ამბები და ამინდი“, რომელიც 5 წუთს გრძელდებოდა. ამასობაში ჯგუფი და მსმენელები ისვენებდნენ. გერმანიასა და იტალიაში გამართული კონცერტების დროს კომედიური ინტერმედია ადგილობრივ ენებზე იყო წარდგენილი. გრამფირფიტის მეორე მხარის შესრულებას ემატებოდა ხანგრძლივი სოლო დასარტყმელ საკრავებზე. სეტლისტში ასევე შეტანილი იყო „Cross-Eyed Mary“, „A New Day Yesterday“, „Aqualung“, „Wind-Up“, მარტინის სოლო გიტარაზე, „Locomotive Breath“ და „Wind-Up (Reprise)“. უფრო გვიანდელ საკონცერტო გამოსვლევზე „Thick as a Brick“ სრულდებოდა, როგორც პირველ მხარეზე წარმოდგენილი ნომრის შემოკლებული ვერსია - მაგალითი შეტანილია საკონცერტო ალბომში Bursting Out (1978).

გარეკანი და შეფუთვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის ორიგინალური გარეკანი წარმოდგენილი იყო 305x406 მმ ზომის მრავალგვერდიანი პაროდიული გაზეთის სახით, რომელსაც „The St. Cleve Chronicle and Linwell Advertiser“ ეწოდა. მასში წარმოდგენილი იქნა სტატიები, კონკურსები, რეკლამები და სხვა მასალები. თავის მხრივ, ეს მიზნად ისახავდა სამოყვარულო ჟურნალისტიკის პაროდირებას. ჯეთრო ტალის ოფიციალურ გვერდზე ამ გაზეთის შესახებ მითითებულია: „მასში არის სიტყვების უამრავი თამაში, კარგად დამალული მრავალი ხუმრობა, თავად ალბომის გამაოგნებლად გულახდილი მიმოხილვა და ასევე საბავშვო თამაში „დააკავშირე წერტილების“ სტილში“.[9] გაზეთი, რომლის გამოცემის თარიღად მითითებულია 1972 წლის 7 იანვარი, ასევე შეიცავს თავად ლექსის „Thick as a Brick“ ტექსტს, რომელიც თითქოს დაწერილია 8 წლის ნიჭიერი ჯერალდ ბოსტოკის მიერ. მოთხრობილია, თითქოს ბიჭუნამ გაიმარჯვა ლექსების კონკურსში, მაგრამ შემდეგ ხალხმა გააპროტესტა ეს ჯილდო. მიზეზი იყო ის, რომ თითქოს ბიჭუნას არასტაბილური ფსიქოლოგიური აქტიურობა დაიწუნეს და არც ის მოეწონათ, რომ ლექსის ხასიათი უფრო მოზრდილთათვის იყო განკუთვნილი. ჯილდო ბიჭუნას ჩამოართვეს. გაზეთში წარმოდგენილ სხვადასხვა სტატიაში ნახსენებია თავად ბოსტოკი ან ჯეთრო ტალი.

სატირული გაზეთის CD ფორმატისათვის ადაპტირებისას მოხდა მასალის სტანდარტულ CD ბუკლეტის გვერდებზე გადატანა. ალბომის 25-ე იუბილეს აღსანიშნავად გამოცემული ვერსია ორიგინალურს უფრო უახლოვდებოდა, ხოლო ყუთის სახით გამოცემული შეიცავდა გაზეთის რეპროდუქციას, თუმცა აკლდა სტატია, Reprise Records-ის დაცინვით (ეს იყო ლეიბლი, რომელთანაც ჯეთრო ტალი წლებით ადრე, აშშ-ს ტერიტორიაზე თანამშრომლობდა).

ყველა ტექსტის ავტორი — ჯერალდ ბოსტოკი (იენ ანდერსონი); მუსიკა — იენ ანდერსონი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Thick as a Brick, Part I“22:40
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
2.„Thick as a Brick, Part II“21:10

2012 წლის გამოცემა (40 წლიანი იუბილე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებები CD გამოცემებს შორის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლისთვის CD-ზე ალბომი ოთხი სხვადასხვა სახით გამოიცა. პირველი იყო 1985 წლის გამოცემა, რომელზეც კომპოზიციის ორივე ნაწილი გაერთიანებული იყო[10]. მეორე იყო MFSL-ის 1989 წლის ვერსია[10]. მეოთხე იყო 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი 1997 წლის გამოცემა, უკანასკნელი კი — 2012 წლის გამოცემა.

2012 წლის ნოემბერში გამოცემული 40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ვარიანტი წარმოდგენილია CD/DVD ფორმატებში, წიგნის თანხლებით. CD-ში შეტანილია ალბომი ახალი მიქსი. DVD-ში - 5.1 მიქსი (DTS და Dolby Digital), ახალი სტერეომიქსი მაღალ რეზოლუციაში და ორიგინალური სტერეომიქსი - ასევე მაღალ რეზოლუციაში. CD/DVD ბოქს-სეტის პირველ ტირაჟში DVD-ს აუდიოს პრობლემები ჰქონდა. შემცვლელი დისკი მოგვიანებით გამოუშვეს. იმავე პერიოდში ალბომი გამოსცეს გრამფირფიტაზეც.[11] ამ გამოცემასი პირველი ნაწილის ხანგრძლივობაა 22:45, ხოლო მეორე ნაწილის — 21:07.

40 წლიანი იუბილეს ციფრული ჩამონატვირთის ვერსიაში ორივე ნაწილის ცალკე ნაწილებია მითითებული:[11]

  1. „Really Don't Mind / See There a Son Is Born“ – 5:00
  2. „The Poet and the Painter“ – 5:29
  3. „What Do You Do When the Old Man's Gone? / From the Upper Class“ – 5:25
  4. „You Curl Your Toes in Fun / Childhood Heroes / Stabs Instrumental“ – 6:48
  5. „See There a Man Is Born / Clear White Circles“ – 5:58
  6. „Legends and Believe in the Day“ – 6:34
  7. „Tales of Your Life“ – 5:24
  8. „Childhood Heroes Reprise“ – 2:56

Thick as a Brick 2: Whatever Happened to Gerald Bostock?

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 1 თებერვალს ანდერსონმა გამოაცხადა, რომ გამოვიდოდა Thick as a Brick-ის გაგრძელება, მისი სოლო ალბომი TAAB2: Whatever Happened to Gerald Bostock?. ჯეთრო ტალის საიტის თანახმად, ეს არის პროგრესული როკის ჟანრის ვრცელი კონცეპტუალური ალბომი, წინამორბედის ღირსეული გაგრძელება. „ბიჭიდან მამაკაცამდე, იგი შეისწავლის იმას, თუ რა შეიძლებოდა, შემთხვეოდა ბავშვ პოეტ ჯერალდ ბოსტოკს შემდგომ წლებში. ან, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს.“[12]

TAAB2 გამოვიდა 2012 წლის 2 აპრილს. მასში აღწერილია ბოსტოკის ცხოვრების ხუთი შესაძლო განვითარება. იგი სხვადასხვა ტიპაჟია - ძუნწი ბანკირი, უსახლკარო ჰომოსექსუალი, ავღანეთის ომის ვეტერანი, ფარისეველი ევანგელისტი და უბრალო ადამიანი, რომელიც ფლობს მაღაზიას, ჰყავს შვილები და მეუღლე. თუკი ორიგინალური Thick as a Brick-ის პიესა იყოფა ორ ნაწილად, Thick as a Brick 2-ის შემთხვევაში ეს არის 17 ცალკე სიმღერა, გაერთიანებული 13 ჩანაწერად (პოპურის სახით), თუმცა ყველაფერი ჟღერს, როგორც გადაბმული სიმღერა. ორიგინალური Thick as a Brick-ის სტილში, შეიქმნა ონლაინ გაზეთი გამოგონილი ამბებით.[13]

თუ TAAB 2 იყო თავად ბოსტოკის ბიოგრაფიის გაგრძელება, ანდერსონის 2014 წლის Homo Erraticus წარმოდგენილი იყო, როგორც ბოსტოკის ახალი ნამუშევარი. იენმა ალბომის შექმნის ისტორიაც შეიმუშავა, რომლის მიხედვით შუა ხნის ბოსტოკი წააწყდა ვინმე ერნესტ ტ. პერიტის (1873–1928) ხელნაწერს, სახელწოდებით Homo Britanicus Erraticus. პერიტი დარწმუნებული იყო, რომ წარსულში სხვა პიროვნებების სახით ცხოვრობდა და მათი ბიოგრაფიების დეტალები ამ ნაშრომში გადმოსცა, ისევე, როგორც შესაძლო მომავალში არსებული ადამიანების აღწერა. ბოსტოკმა ამ ხელნაწერის მიხედვით საკუთარი ტექსტები შექმნა, ხოლო ანდერსონმა მათთვის მუსიკა დაწერა.[14][15]

ისევე, როგორც ორიგინალურ Thick as a Brick-ში, სიმღერების ავტორებად ამ ალბომში მითითებულები არიან ანდერსონი და ბოსტოკი.[14]

Hyundai-მ „Thick as a Brick“ 2001 წელს საკუთარ რეკლამაში გამოიყენა. ეს იყო ვერსია, რომელიც ანდერსონმა სპეციალურად კომპანიისთვის ჩაწერა.[16]

ჯგუფ Gryphon-ის ყოფილ წევრ რიჩარდ ჰარვის მიერ „Thick as a Brick“ ჩაიწერა კომპილაციისთვის The Royal Philharmonic Orchestra Plays Prog Rock Classics.[17]

დამატებითი პერსონალი
  • დევიდ პალმერი – ორკესტრული არანჟირებები[18]
  • ტერი ელისი – აღმასრულებელი პროდიუსერი
  • რობინ ბლეკი – ინჟინერი
წელი ჩარტი უმაღლესი
პოზიცია
1972 ავსტრალიის ალბომები (Kent Music Report)[19] 1
1972 კანადის ალბომები (RPM)[20] 1
1972 დანიის ალბომები (Tracklisten)[21] 1
1972 გერმანიის ალბომები (Media Control)[22] 2
2012 გერმანიის ალბომები (Media Control)[23]
40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა
53
1972 იტალიის ალბომები (FIMI)[24] 2
2015 იტალიის ალბომები (FIMI)[25]
2012 წლის მიქსი
77
1972 ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[26] 3
1972 ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[27] 3
1972 ბრიტანეთის ალბომების ჩარტი (OCC)[28] 5
1972 აშშ 200[29] 1

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Tull Tour“. Melody Maker. 4 March 1972. ციტირების თარიღი: 2 March 2017.
  2. Eder, Bruce. Jethro Tull – Thick as a Brick review. AllMusic. All Media Network. ციტირების თარიღი: 21 May 2016.
  3. Jethro Tull – Consumer Guide reviews: Thick as a Brick. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 27 June 2014.
  4. Thick as a Brick – Jethro Tull. Superseventies.com. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  5. Rathbone, Oregano (December 2012). „Jethro Tull – Thick as a Brick“. Record Collector (408). ციტირების თარიღი: 21 May 2016.
  6. Marsh, Dave (12 November 1979). „Jethero Tull – Thick as a Brick“, The Rolling Stone Album Guide, 1, New York City, New York: Random House. ISBN 978-0-394-73535-1. 
  7. Acoustic Guitar Central - An interview with Ian Anderson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 15 August 2009.
  8. "Thick as a brick" in Wikictionary
  9. Thick as a Brick - The Official Jethro Tull Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-13. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  10. 10.0 10.1 Core albums 1968 – 1977. Collecting-tull.com (12 სექტემბერი 1997). ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2014.
  11. 11.0 11.1 Thick as a Brick 40th Anniversary Editions – Special Collector's Edition. Thick as a Brick Deluxe.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 September 2013. ციტირების თარიღი: 22 მაისი 2016.
  12. Schlansky, Evan. (2 February 2012) Jethro Tull’s Ian Anderson On Thick as a Brick 2, The Grammys And More. American Songwriter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  13. ერლეუაინი, სტივენ თომას. Ian Anderson – Thick as a Brick 2 review. AllMusic. All Media Network. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  14. 14.0 14.1 Ian Anderson – Homo Erraticus lyrics. Jethro Tull Official Website. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  15. Ian Anderson – Homo Erraticus review last=ერლეუაინი. AllMusic. All Media Network. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  16. Thick As A Brick by Jethro Tull Songfacts. ციტირების თარიღი: 5 February 2014.
  17. Royal Philharmonic Orchestra – Plays Prog Rock Classics. AllMusic. All Media Network. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  18. Anderson 1972, p. 7.
  19. David Kent (1993). Australian Chart Book 1970 – 1992. Australian Chart Book, St Ives, N.S.W.. ISBN 978-0-646-11917-5. 
  20. RPM Top Albums – Volume 17, No. 19 24 June 1972. Library and Archives Canada. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  21. Thick as a Brick – Jethro Tull Danish. Danskehilister.dk. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  22. "Jethro Tull - Thick as a Brick". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 22 May 2016.
  23. "100 საუკეთესო ალბომი". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 22 May 2016.
  24. Gli album più venduti del 1972 Italian. Hit Parade Italia.it. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  25. "Jethro Tull – Thick as a Brick – The Steven Wilson 2012 Stereo Remix". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 May 2016.
  26. „Dutchcharts.nl – Jethro Tull – Thick as a Brick“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 May 2016.
  27. "Jethro Tull – Thick as a Brick". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 May 2016.
  28. Jethro Tull: Official Charts. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 21 April 2012.
  29. Thick as a Brick Billboard Albums. AllMusic. All Media Network. ციტირების თარიღი: 22 May 2016.