ალკა
იერსახე
ალკა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Alca torda (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22694852 | |||||||||||||||
|
ალკა[1][2] (ლათ. Alca torda) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. ალკის გვარის ერთადერთი გადარჩენილი სახეობა (მეორე იყო ამომწყდარი უფრთო ალკა, რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციით ცალკე გვარშია გაერთიანებული). ზურგის მხარე და თავი შავ-მურაა, მუცელი — თეთრი. სხეულის სიგრძეა 41–48 სმ. ნისკარტი მაღალია, გვერდებიდან შებრტყელებული, თეთრი განივი ზოლით. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ბუდობს სანაპირო კლდეებზე; დებს ერთ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი; ინკუბაცია 35–36 დღე გრძელდება. იკვებება პატარა თევზებით. იზამთრებს ზღვაზე. ფრთხილია; კარგად ცურავს და ყვინთავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალკა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 17, 98, 232.
- ↑ razorbill — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.