Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პოლარული ციალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: tt:Котып балкышы
r2.5.1) (ბოტის დამატება: sah:Дьүкээбил уота
ხაზი 72: ხაზი 72:
[[ro:Auroră polară]]
[[ro:Auroră polară]]
[[ru:Полярное сияние]]
[[ru:Полярное сияние]]
[[sah:Дьүкээбил уота]]
[[scn:Aurora buriali]]
[[scn:Aurora buriali]]
[[simple:Aurora]]
[[simple:Aurora]]

08:59, 22 მარტი 2011-ის ვერსია

ჩრდილოეთის ციალი

პოლარული ციალი — პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად.

პოლარულ ციალთა ბუნება

დედამიწის პოლარული ციალი

კოსმოსიდან გადაღებული ჩრდილოეთის ციალი

პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით — 20–23°. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს ჩამორჩება ~12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით.

პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5x1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA